საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელზეც მერიის  საფინანსო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.

ფატი ჯინჭარაძემ კომისიის წევრებს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N17  დადგენილებაში ცვლილების   შეტანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია  და  ბიუჯეტის პირველი  კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად  მიღების თაობაზე ისაუბრა.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე ტედო ტაკიძე უძღვებოდა.

Skip to content