საკრებულოს სხდომა გაიმართა

ქობულეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე მერის პირველმა  მოადგილემ ირაკლი ცეცხლაძემ  მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის  შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მ/შ ნათია ბასიაშვილმა  საკრებულოს წევრებს რამდენიმე საკითხი გააცნო: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის N02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ქალაქ ქობულეთში, აბაშიძის  ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.09.338; ს/კ 20.42.09.470; ს/კ 20.42.09.402; ს/კ 20.42.09.518; ს/კ 20.42.09.471; ს/კ 20.42.09.520; ს/კ 20.42.09.552; ს/კ 20.42.09.550; ს/კ 20.42.09.551; ს/კ 20.42.09.517 და ს/კ 20.42.09.078) საკურორტო-დასასვენებელი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით განაშენიანების    დეტალური  გეგმის  დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 ივნისის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 20.42.02.098; ს/კ 20.42.02.139 და ს/კ 20.42.02.233) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის  მშენებლობის მიზნით   განაშენიანების    დეტალური  გეგმის კონცეფციის   დამტკიცების შესახებ;  ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N379-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 20.42.01.564)  განაშენიანების    დეტალური  გეგმის კონცეფციის   დამტკიცების შესახებ; ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N285-ში (ს/კ 20.42.01.145) განაშენიანების    დეტალური  გეგმის  დამტკიცების შესახებ;

სხდომაზე საკრებულოს  ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული  დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ  საკითხთა  კომისიის   თავმჯდომარეს ლაშა ხახუტაიშვილს მოუსმინეს, რომელმაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული რამდენიმე  უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის  საკუთრებაში გადაცემის საკითხი წარადგინა.

საკრებულოს წევრებმა შპს ,,სარაგბო კლუბ პონტო“-ს , ა(ა)იპ ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ს, ა(ა)იპ ,,ქობულეთის კულტურის ცენტრი“-ს, ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ,,ქობულეთის სახელოვნებო სკოლა“-ს, შპს ,,ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის  სადგური“-სა და  ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური  სერვისების  ცენტრი“-ს 2024 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშები განიხილეს.

Skip to content