დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“ 2024 წლის 27 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141-ში მდებარე, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე არსებული 18,6 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით დელეგატის ბიუროს ფუნქციონირებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი’’-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,სთარინგ ჯორჯია’’-ზე დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N114-ში მდებარე 2,477 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 54.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.06.174) თვიური საიჯარო საფასურის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ;
10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში N5 ქუჩისათვის ბესიკ შაინიძის სახელის მინიჭების შესახებ;