იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  საშტატო ნუსხისა და  თანამდებობრივი სარგოს  დამტკიცების   შესახებ 2024 წლის 27 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.

Skip to content