ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტი განიხილეს, რომელიც 90 055 000 ლარით არის განსაზღვრული.
პრიორიტეტების მიხედვით ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- 45 523 713 ლარი;
დასუფთავება და გარემოს დაცვა – 7 653 145 ლარი;
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 8 490 653 ლარი;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზღუნველყოფა – 8 642 300 ლარი;
სხდომას კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.