საკრებულოში ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.
კომისიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს:
- ქობულეთისმუნიციპალიტეტისსაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მდებარე 83,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.33.03.138) 10,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასაწყობი ტიპის პურის საცხობის განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ;
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N112-მიმდებარედ არსებული 5,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.18.052), სუვენირების სარეალიზაციო ჯიხურის განთავსების მიზნით. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N13-ის მიმდებარედ ტროტუარის სახით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.835) 12.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ჯიხურის ფუნქციონირების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონებების
სსიპ ,,სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო’’-სათვის უსასყიდლო სარგებლობაში გადასაცემად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;
6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N141-ში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მდებარე 28,15 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (ს/კ 20.42.04.385) და სოფელ ციხისძირში მდებარე 2843,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.46.03.032) 17,13 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საბაზო სადგურების განთავსების მიზნითქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ ( შპს ,,სელფი მობაილი’’).
7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N114-ში მდებარე 2,477 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 23,0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი თვიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N23-ის მიმდებარედ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6 (ექვსი) ერთეული გარე განათების ბოძზე არსებული ნაგებობის/კონსტრუქციის რადიუსი (წერტილი) საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (სს ,,სილქნეტი“);
9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით 2(ორი) წლის ვადით სარგებლობის უფლებით ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 17 (ჩვიდმეტი) ერთეული გარე განათების ბოძზე განთავსებული ნაგებობის/კონსტრუქციის რადიუსი (წერტილი) საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (სს ,,სილქნეტი“);