საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ გააცნო.
2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 87 201 000 ლარით განისაზღვრა.
პროექტის თანახმად, 2025 წლის ბიუჯეტის თანხები გადანაწილდა პრიორიტეტებზე: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, კეთილმოწყობითი ღონისძიებები, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი რეკომენდაციები წარადგინეს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს რეკომენდაციებით მუნიციპალიტეტის მერიას დაუბრუნდა.
დღესვე საკრებულოს წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ მიმოხილვის ცნობად მიღებას დაუჭირეს მხარი.
ასევე საკრებულოს წევრებმა განიხილეს:
- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქობულეთის მუნიიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ოქტომბრის Nგ-115.115243057 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- -ა(ა)იპ ,,ქობულეთის სანდასუფთავსება’’-ს საკუთრებაში არსებული 510 ერთეული მოძრავი მატერიალური ფასეულობების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი უძღვებოდა.