საფინანსო-საბიუჯეტო  და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე 2025  წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო  და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე 2025  წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 87 201 000 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 41 593 332 ლარი;

დასუფთავება და გარემოს დაცვა – 7 653 145;

განათლების ხელშეწყობა – 12 485 154 ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 8 640 700;

კომისიის სხდომაზე მერის საფინანსო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.

სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო  და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.

Skip to content