2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის  საჯარო განხილვა  დღეს გაიმართა.

2025 წლის ბიუჯეტის მოცულობა 87 201 000 ლარს შეადგენს, რაც 2024 წლის  დამტკიცებულ ბიუჯეტთან 17 006 400 ლარითაა გაზრდილი.

პრიორიტეტების მიხედვით, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციისთვის გათვალისწინებულია 41 593 332 ლარი;

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებაა გათვალისწინებული:

დასუფთავება და გარემოს დაცვა – 7 653 145 ლარი;

განათლების ხელშეწყობა – 12 485 154 ლარი;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 8 640 700 ლარი;

მოქალაქეებმა  2025 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.

Skip to content