საკრებულოში იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დავით წულუკიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქობულეთის მუნიიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 ოქტომბრის Nგ-115.115243057 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.