დღეს, 30 სექტემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი:
- „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 2 (ორი) წლის ვადით, იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N842-ის მიმდებარედ მდებარე რეგისტრირებული უძრავი ქონებების გადაცემაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში ქუჩისათვის ბესიკ შაინიძის სახელის მინიჭების თაობაზე გამონაკლისის დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.