საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ მიმდინარე წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილა. წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები ხორციელდება როგორც შემოსულობებში, ასაევე გადასახდელების ნაწილში ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების ზრდა 4 226 100 ლარს შეადგენს და ბიუჯეტი განისაზღვრა 76 613 900 ლარით.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე თედო ტაკიძე უძღვებოდა.