დღეს გამართულ განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 4 226 100 ლარით იზრდება.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი უძღვებოდა.