ქობულეთის ინფრასტრუქტურის, სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა მისამართებზე, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით საიჯარო საკითხები განიხილეს, რომელზეც საკრებულო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.