დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს მოქალაქე ანა ბაჟუნაიშვილის ელექტრონული პეტიცია – „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის თემისათვის (ჭახათი, ვარჯანული, კაკუჩა, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი) მაღამთლიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობის დაყენებისა და სოფელ ჭახათში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით“.