საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

დღეს, 24 ნოემბერს,  საკრებულოს თავმჯდომარის დავით მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ  წარადგინა. 2024 წლის ადგლობრივი ბიუჯეტი 66 მილიონ 320,100 ლარით არის განსაზღვრული.

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  • ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული  ბიუჯეტის სამი  კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად  მიღების თაობაზე.
  • საქართველოს კანონით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების  წესის დამტკიცების  შესახებ.
  •  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე შ.პ.ს ,,ქობულეთის სტადიონი“-ს დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 ოქტომბრის MRDI N01/2150 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თეთროსნის  მამათა მონასტრის  მიმდებარედ N12 ქუჩისათვის ,,თეთროსნის“ ქუჩის სახელის  მინიჭების შესახებ.
  • ა(ა)იპ ,,საქართველოს  სამედიცინო  ჰოლდინგი“-სათვის  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1(ერთი) ლარად  საკუთრებაში გადაცემის  შესახებ.                                                                                                                                                                                                                                        

 

Skip to content