საკრებულოში დღეს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 23 ოქტომბრის №114-11423296283 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.