მერის წარმომადგენლებთან, მიმდინარე სამუშაოების შესახებ, შეხვედრა გაიმართა. ბოლო პერიოდში განვითარებული სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მეწყერული პროცესები დაფიქსირდა. მერიისა და შესაბამისი სამსახურების ჩართულებით ყველა შემთხვევის დაფიქსირება დროულად მოხდა. წარმომადგენლების მიერ უკვე შესწავლილია შემოსული შემთხვევები. საკითხის შესწავლაში ჩართულია გეოლოგიური სამსახური. თითოეული ოჯახის მდგომარეობა შესწავლილი იქნება, რის შემდეგადაც დაიწყება საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა. ინფრასტრუქტურის სამსახურს დაევალა, მერის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოს კონტროლი თითოეული მიმდინარე პროექტზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნაკაციის თაობაზე. თითეულ მოქალაქემდე უნდა იყოს მიტანილი ყველა პროექტის, პროგრამის შესახებ ინფორმაცია. საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ცენტრების მოწესრიგების საკითხს. უკვე დაწყებულია რამდენიმე სოფლის კეთილმოწყობა. ეტაპობრივად ყველა მიმართულებით მოხდება რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.