ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა

საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს.

  • „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანა ამოღების თაობაზე (ამოღება -ქ.ქობულეთში, მესხიძის ქუჩა N15-ის მიმდებარედ 234.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ 20.42.10.061).
  • „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში  ცვლილების შეტანა  ამოღების  თაობაზე (ამოღება -ქ.ქობულეთში, მესხიძის ქუჩა N15-ის მიმდებარედ 234.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთი (ს/კ 20.42.10.061).
  •  –  ქ. ქობულეთში,დ.აღმაშენებლის გამზირი N291-ის მიმდებარედ  მდებარე 1224,0კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.01.562)  195.0  კვ.მ  მიწის ნაკვეთზე საწყისი საიჯარო საფასურის  განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,ს.ინაიშვილი“).
  •  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის  ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  სოფელ წყავროკას ადმინისტრაციულ  შენობაში არსებული 80.0 კვ.მ სარდაფის ფართზე  (ს/კ N20.33.03.604)  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე  თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის  განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,შ.ლაზიშვილი“).

სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი უძღვებოდა.

  

Skip to content