მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს შემდეგი საკითხებზე :
✅ ინფრასტრუქტურის სამსახურს დაევალა თითოეულ სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ხარისხის და ვადების გაკონტროლება. მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საჭიროა პროცესი არ შეფერხდეს.
✅ ჯანდაცვის სამსახურმა უნდა გააგრძელოს აქტიური მუშაობა ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით. როგორც არსებულ, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელ პროგრამებზე. გვსურს უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მოქალაქეებისთვის თითოეული პროგრამა.
✅ სანდასუფთავების და გამწვანების სამსახურმა განახორციელოს ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქში არსებული მდგომარეობის შესწავლა და მოწესრიგება. ასევე სანაპირო ზოლზე სისუფთავის დაცვა. აქტიური ტურისტული სეზონი მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვის არ იყოს ხელისშემშლელი დასვენება.
✅ ზედამხედველობის სამსახურს, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, დაევალა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გაკონტროლება.

Skip to content