დღეს ზურაბ გორგილაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა

5 მაისი ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა. მწერალს 85 წელი შეუსრულდებოდა.

ზარაბ გორგილაძის საფლავი, ოჯახის წევრებთან ერთად, ყვავილებით შევამკეთ. კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი დიდ ქართველ მოღვაწეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე გვაქვს. აჭარის განათლების სამინისტრო ზურაბ გორგილაძის წიგნს გამოსცემს. სამინისტრო ასევე სკოლებში აქტივობების დაგეგმავს, რათა ახალგაზრდები ეზიარონ მწერლის შემოქმედებას, მისი შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

Skip to content