ფიჭვნარში საკანალიზაციო მაგისტრალურ ხაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 500 მეტრიან მონაკვეთზე, ძველი, ამორტიზებული მილები, ახალი, 800 მმ- იანი მაღალი წნევის მილებით ჩანაცვლდება. აღნიშნული სისტემა კი №3 გადამქაჩ სადგურს დაკავშირდება.
მიმდინარე სამუშაოები მერმა ლევან ზოიძემ , მერიის შესაბამის სამსახურებთან, საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების”, ასევე საკრებულს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

Skip to content