მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

   ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

ქობულეთში წესრიგდება ქალაქის შემოერთებული ნაწილის, ე.წ  გელაურის დასახლების ეზოები.

პროექტი ითვალისწინებს სავალი ნაწილის და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას. ადგილზე ეწყობა სანიაღვრე სისტემა, იგება მწვანე ზოლი,  მონტაჟდება გარე განათება. პროექტი 2020 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.

მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტს მუნიციპალიტეტის მერია  2015 წლიდან ახორციელებს. ჯამში ამ დრომდე 25-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზო მოწესრიგდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გელაურში ასევე ვილარის ეზოში მიმდინარეობს. აღნიშნული ეზოს მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა

პროცესს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ქობულეთის მერი გაეცნენ.

 

             

 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:

მსგავსი ინფორმაცია

საკრებულოს სტრუქტურასაკრებულოს რეგლამენტიელექტრონული პეტიციასამართლებრივი აქტებიმუნიციპალური ბიუჯეტისიახლეების გამოწერაOnline გამოკითხვაპეტიციების რეესტრი

გააზიარეთ ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content