„ქობულეთის სოფლის წყალი“ დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას ახორციელებს

წყალმომარაგების სისტემის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალი“ შესაბამისს სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ალამბარში ცენტრალური მილის დაზიანების გამო, აბონენტებს წყლის მიწოდება შეზღუდული ჰქონდათ. შესაბამისი სამსახურის მუშაობის შედეგად, მოხდა მილის შეკეთება.

ასევე მოხდა მუხაესტატე-გვარას დამაკვშირებელ მონაკვეთზე, მილის აღდგენის სამუშაოები. ამ ეტაპზე მოქალაქეებს წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, მოადგილე  ლევან ზოიძე და სოფლის წყლის ხელმძღვანელი გაეცნენ.

როგორც მირიან ქათამაძემ აღნიშნა, ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალს“ სპეციალური ტექნიკით უზრუნველყოფა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

– „მიმდინარე წლისთვის  გათვალისწინებულია და უახლოეს პერიოდში იგეგმება  უნიფორმების, ელექტრო ქურების და პოლიეთილენის მილების, შემდუღებელი აპარატისა და ჰაერის კომპრესორის შეძენა. უწყებას უკვე გადაეცა სამუშაო ტექნიკა – ტრაქტორი, ელექტრო გენერატორი შედუღების აპარატით, წყლის საქაჩი ტუმბო, ჩაფხუტები და შესაბამისი აღჭურვილობა. მომავალშიც გავაგრძელებთ აღნიშნული კუთხით მუშაობას“- მირიან ქათამაძე.

Skip to content