მოსახლეობასთან შეხვედრა

დღეს ზენითის, აჭყვისთავის, ალამბრის, მუხაესტატეს, გვარასა და ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრების გამართა.

ისაუბრეს მიმდინარე პროგრამებზე, პროექტებზე, ასევე სამომავლოდ განსახორციელებელ მიმართულებებზე.

„თითოეული მოქალაქის საჭიროება მნიშნელოვანია. ადგილობრივები სხვადასხვა საკითხის მოგვარებას ითხოვენ. ჩვენ, ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათ მიერ დაყენებული  საჭიროებები და შესაძლებლობის ფარგლებში მოვაგვაროთ ისინი“-ლევან ზოიძე.

მოქალაქეებთან შეხვედრებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე და  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე. მათ სამინისტროებში მიმდინარე სიახლეების შესახებ მიაწოდეს მოსახლეობას ინფორმაციები.

 

Skip to content