დღეს 12 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა თედო ტაკიძის თავმჯდომარეობით

დღეს 20 დეკემბერს 12 საათზე ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის სხდომა თედო ტაკიძის თავმჯდომარეობით.სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 10 დეკემბრის №114-11421344248 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ.
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 14 დეკემბრის №114-11421348226 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ.
4. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 თებერვლის N06 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 16 დეკემბრის N114-1142135012 მომართვა-,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ.
 
Skip to content