არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე

საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით დროებით სარგებლობაში (2023 წლის 01 ოქტომბრამდე) გადაცემის თაობაზე განცხადებების მიღება დაიწყო.

დაინტერესებულმა პირებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ივსება მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში);
  2. დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი;
  3. მიწის ნაკვეთის სიტუაციური ნახაზი ზუსტი ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით;
  4. განსათავსებული ობიექტის ესკიზი (ფოტოსურათი);
  5. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოტანილი განცხადებები 10 დღის ვადაში განიხილება მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შესაბამის კომისიაში და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაინტერესებულ პირებს.

 

რაც შეეხება ზღვისპირა სანაპირო ზოლში, პლაჟის ტერიტორიაზე არსებული სექტორების სარგებლობაში გადასაცემად გამოცხადდება საჯარო აუქციონი, რაშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

 

 

Skip to content