22 ნოემბერს, 12-00 საათზე, გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 14 ნოემბრის N114-11423318228 მომართვა – ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის განხილვის შესახებ;
(მომხსენებელი: თედო ტაკიძე)
2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 31 ოქტომბრის N114-1142330480 მომართვა- ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ“ მიმოხილვის ცნობად მიღების თაობაზე;
(მომხსენებელი: თედო ტაკიძე)
3.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 06 ნოემბრის N114-11423310191 მომართვა – საქართველოს კანონით ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 31 ოქტომბრის N114-11423304307 მომართვა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე შ.პ.ს ,,ქობულეთის სტადიონი“-ს დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
(მომხსენებელი: დავით წულუკიძე)
5. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 ოქტომბრის MRDI N01/2150 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე თეთროსნის მამათა მონასტრის მიმდებარედ N12 ქუჩისათვის ,,თეთროსნის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ;
(მომხსენებელი: ლია შაქარიშვილი)
6.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 07 ნოემბრის №114-11423311122 მომართვა-ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1(ერთი) ლარად საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
(მომხსენებელი: ლაშა ხახუტაიშვილი)