ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ქობულეთის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა მოწყობილი უძღვებოდა.

სხდომაზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის ქვეპროგრამების პროექტებზე იმსჯელეს.

  • „იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამა.
  • „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის დახმარების“ – ქვეპროგრამა.
  • „სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების“ ქვეპროგრამა.
  • ა(ა)იპ ,,ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი”-ს ქვეპროგრამა.
  • ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამა.
  • „ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარების“ ქვეპროგრამა.
  • „დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ – ქვეპროგრამა.
  • „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების“ქვეპროგრამა.
  • „მუნიციპალური უფასო სასადილოს“  ქვეპროგრამა.
  • „ცალკეული სოციალური კატეგორიის ოჯახების გაზიფიცირების“ ქვეპროგრამა.
  • „მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა.
  • „მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარების“ ქვეპროგრამა.
  • „გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების“ ქვეპროგრამა.
  • „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე დახმარების“  ქვეპროგრამა.
  • „ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე 18 წლამდე, რომლებიც  რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 0-დან 65001 -მდე სარეიტინგო ქულით, ერთჯერადად  მატერიალური დახმარების“  ქვეპროგრამა.
  • „დიალიზის ცენტრის პაციენტების და ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/ რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციართა მატერიალური დახმარების“- ქვეპროგრამა.
  • „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის“ ქვეპროგრამა.

Skip to content