აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

🔵 საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში აჭარის 39 სოფელსა და დაბებში დაგეგმილია:
➡ წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა;
➡ წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;
➡ წყალარინების ქსელის მშენებლობა;
➡ წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა;
➡ წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;
➡ მცირე და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;
➡ წყლის სატუმბო სადგურების მშენებლობა;
➡ საწყობების მშენებლობა;
➡ ლაბორატორიების მოწყობა;
🔵 საერთაშორისო ტენდერი ორ ნაწილადაა გაყოფილი, LOT-1 მოიცავს დაბების ტერიტორიებს, ხოლო LOT-2 სოფლების.
🔵 სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი KfW სტანდარტების შესყიდვების თანახმად გამოცხადდა. ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/3FW0936 https://bit.ly/3TrniOc
🔵 ხელშეკრულება მიყვება KfW–ს ერთი კონვერტის მოდელის ნიმუშს. გამოცდილი კონტრაქტორების შერჩევა ექვემდებარება დებულებებს, რომლებიც მოცემულია „პარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, მცენარეთა, საქონლისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სახელმძღვანელო მითითებებში“.
🔵 სამუშაოების კონტრაქტი განხორციელდება FIDIC-ის რეგულაციების შესაბამისად.
🔵 პროექტის ეკოლოგიური და სოციალური ზეგავლენიდან გამომდინარე, ტენდერის პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ ეკოლოგიური, სოციალური, ჯამრთელობისა და უსაფრთხოების ქმედითუნარიანობის და გამოცდილების განსაზღვული დონე.
🔵 საერთაშორისო ტენდერის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელია ელ.ფოსტიდან: info@awa.ge დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3FW0936 https://bit.ly/3TrniOc
Skip to content