ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა

დღეს, 7 ნოემბერს, 14 საათზე, გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს სხდომა, რომელსაც  ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს გურამ აბაშიძის განცხადება, ფრაქცია ,,ქართული ოცნება”-ს ფრაქციის რიგების დატოვების თაობაზე, რომელიც შეუერთდა საზოგადოებრივი  მოძრაობა ,,ხალხის ძალა”-ს. ამავე განცხადებით მან მოითხოვა   საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა  და საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკურ  საკითხთა კომისიებიდან გასვლა. ამავე სხდომაზე განხილულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ  გიზო  ხალვაშის განცხადება, ფრაქცია  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს რიგებიდან გასვლის თაობაზე, რომელიც ასევე შეუერთდა საზოგადოებრივი  მოძრაობა ,,ხალხის ძალა”-ს, გიზო ხალვაშმა ასევე დატოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ-საპროცედურო, სამანდატო  საკითხთა  და  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიებიც.ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით საკითხები  მიღებულ იქნა ცნობად.

 

 

Skip to content