ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა.სხდომას დავით წულუკიძე უძღვებოდა.

კომისიამ  მხარი დაუჭირა ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ“  დადგენილებაში ცვლილების შეტანასა და  ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმებას.

 

Skip to content