ინფო ტური ფოტოგრაფებისთვის, ბლოგერებისა და ჟურნალისტებისთვის

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქართველი ფოტოგრაფების, ბლოგერების და ჟურნალისტებისთვის, 4 დღიანი ინფო ტური მიმდინარეობდა.
ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს კინტრიშის დაცული ტერიტორიები, განახლებული პეტრას ციხე და ციხისძირის პალმები. ასევე დაათვალიერეს სოფელ ლეღვას, ზენითის, ხუცუბნისა და კვირიკეს ტურისტულად საინტერესო ადგილები.
საინფორმაციო სახის ტურები მიზნად ისახავს ქობულეთის, მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.
ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ მასალები, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
Skip to content