დღეს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით, კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე, თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე შედგა მსჯელობა. ასევე ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერას.