სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

👉” სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
ადგილობრივების საჭიროებები დღეს რამდენიმე სოფელში მოვისმინეთ.
🔷️ მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვანი, არაერთი საკითხი დაასახელეს. კერძოდ, შიდა სასოფლო გზების ბეტონირება, გარე განათებების მოწყობა, ფერდსამაგრი კედლების მოწყობა, სასმელი წლის მილების შეძენა, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობა, ომში დაღუპული გმირების მემორიალის რეაბილიტაცია და სხვა.
✅სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროგრამა ადგილობრივებს დამატებით საშუალებას აძლევს, მათი საჭიროებების, სურვილისამებრ დაგეგმონ პროექტები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მივალთ ყველა სოფელში, მოვისმენთ თითოეული მოქალაქის საჭიროებას და შესაბამისად დავგეგმავთ მათ განხორციელებას. მოსახლეობას მადლობას ვუხდით აქტიურობისთვის. ჩვენი, თვითმმართველობის ვალდებულებაა ყოველთვის ვიდგეთ ხალხთან და მოვუსმინოთ მათ. ასე ვაკეთებდით, ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მათთან ხშირ კომუნიკიციას”- ლევან ზოიძე
Skip to content