მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ბიუჯეტის საწყისი მაჩვენებლები 45 145 800 ლარით განისაზღვრა.

2022 წლის პრიორიტეტებში ინფრასტრუქტურა, განათლება, გარემოსდაცვა, დასუფთავება და ჯანდაცვა რჩება.

დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი, აუცილებელი და რაც მთავარია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამისა თუ პროექტის განხორციელება.

Skip to content