სამუშაო შეხვედრა მერიაში

დღეს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გავმართეთ.

სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელთან, ამბულატორიების ექიმებთან და მერიის სხვადასხვა სამსახურთან ერთად მიმდინარე კოვიდ პანდემიის გამოწვევებზე  ვისაუბრეთ, განვიხილეთ  და ვიმსჯელეთ სხვადასხვა საკითხზე.

პირველ რიგში აუცილებელია მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ეს საკითხი. ინფორმირების კუთხით ვგეგმავთ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას.

შესაბამის სამსახურებთან ერთად მერია ჩართულია რეგულაციების დაცვის საკითხში. აღნიშნული მიმართულებით კონტროლდება არსებული მდგომარეობა.

#აცრაგვიცავს

#აიცერი

Skip to content