სანაპირო ზოლი ნატანისგან იწმინდება

დილიდან განახლდა სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოები.
სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, პლაჟის თითქმის მთელ პერიმეტრზე მოახდინეს ნატანის შეგროვება და ეტაპობრივად ხდება ტექნიკის დახმარებით ნარჩენების გამოტანა.
არის რიგი მონაკვეთები ზღვაში, სადაც ჯერ კიდევ ველოდებით ნატანის გამოტანას.
ჯგუფები ჩართულები არიან მთელ პერიმეტრზე. დალაგება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, დილის 5 საათიდან.
” სამუშაოების შეუწყვეტელ რეჟიმში განხორციელების შედეგად საკითხი იქნება ძალიან მალე მოგვარებული. ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, როგორ განვითარდება შემდგომ ეს მოვლენები. საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოსთან გვაქვს საქმე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანაპირო არის ერთ-ერთი საუკეთესო სისუფთავის თვალსაზრისით. ყოველდღიურ რეჟიმში წესრიგდება. ამას ბევრი დამოუკიდებელი დამკვირვებელი, ვიზიტორი დაგიდასტურებთ. ის პრობლემა, რომელიც ახლა არის არამარტო ქობულეთში, არამედ შავიზღვისპირეთის სხვადასხვა ზოლში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოწვეული არის მოულოდნელი ექსტრემალური სიტუაციით. ეს არამც და არამც არ არის განპირობებული რომელიმე სამსახურის, არაჯეროვანი სამსახურებვრივი მოვალეობის შესრულების შედეგად .
რა თქმა უნდა ადამიანისათვის, რომელსაც დასვენება აქვს გადაწყვეტილი ამ მიზეზებს შეიძლება არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა ამის ახსნა მნიშვნელოვანია. მე როგორც მუნციიპალიტეტის მერი ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც ამ მოულოდნელი ექსტრემალური სიტუაციიდან, რომელიც ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო განიცადა დისკომფორტი, გულწურფელად ვუხდი ბოდიშს.
მინდა დავარწმუნო ყველა , რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ყველა თანამშრომელი, მიუხედავად რთული პირობებისა მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეილება მალე იქნას მოწესრიგებული სანაპირო ზოლი”- მირიან ქათამაძე
Skip to content