დაბა ჩაქვში, დუმბაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.
დაბა ჩაქვში დუმბაძის ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი.
ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით მიწის ვაკისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Skip to content