შეხვედრა მეფუტკრე ფერმერებთან

✅ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი განაგრძობს მეფუტკრე-ფერმერთა ინფორმირებას.
✅ მეფუტკრე ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, შესაწამლი პრეპარატებისა და ფუტკრის დაცვის მიზნით შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები გააცნეს.ფუტკრის დასაცავად უმნიშვნელოვანესია მავნებელთან ბრძოლის პროცესში მეფუტკრე-ფერმერების ჩართულობა. სწორედ ამიტომ, წინა წლების მსგავსად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მათთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება.
✅ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მეფუტკრეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – www.parosana.ge და SMS შეტყობინების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე.
Skip to content