სოფელ ხალაში საბავშვო ბაღი შენდება

ხალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის ბოლოს აქ უკვე მზად იქნება 3 ჯგუფიანი და 105 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ბაღის ეზოს მოწყობას. დაიგება დეკორატიული ფილები, მოეწყობა ღობე, განთავსდება გარეგანათება, საპარკე სკამები და საბავშვო ატრაქციონები.

Skip to content