ქობულეთში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა

  მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოსა და მერიის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარი მიზეზი ქობულეთში, მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნა წარმოადგენდა. აღნიშნული ახალაგზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს.  სააგენტოსა და მერიის თანამშრომლობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სივრცე გაიხსნა.

სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო. სწორად და მიზნობრივად დაიგეგმა ახალაგზრდული სივრცეების კონცეფცია.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები. საუბარი ასევე შეეხო  მუნიციპალიტეტში ჩატარებულ კვლევას, რომელიც ახალაგზრდების საჭიროებებებს შეეხებოდა. კვლევის შედეგებზე დაფუძნებით შეიქმნა  ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი. ამ დროისთვის მიმდინარეობს დოკუმენტის საჯარო განხილვები.

დოკუმენტი უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება. შემდგომ კი შესაძლებელი გახდება ახალგაზრდებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად რიგი ნაბიჯების გადაგმა.

 

 

 

Skip to content