სტუდენტებისთვის სტიპენდიის პროგრამა ამოქმედდა

საინტერესო სიახლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

🔷️ უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ, საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემა დაიწყო.
🔷️ დავით ხახუტაიშვილისა და აკადემიკოსს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტებზე გაიცემა.
🔷️სტიპენდია ეძლევათ სტუდენტებს კვარტალში ერთხელ, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, რომლებსაც მიღებული აქვთ დადებითი შეფასება ( 91 და მეტი ). თანხა სემესტრში შეადგენს 400 ლარს, ხოლო სოციალურად დაუცველის, ობოლის და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტების სტიპენდია სემესტრში შეადგენს 800 ლარს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტმა კომისიას განსახილველად უნდა წარუდგინოს:
✅ განცხადება მერის სახელზე;
✅ ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
✅ ორი რეკომენდაცია ფაკულტეტის ლექტორისა და დეკანატისგან;
✅ აკადემიური მოსწრების ფურცელი;
✅ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი);
✅ ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში მიღებული ჯილდოები, დიპლომები, სერტთიფიკატები, სიგელები;
✅ საინფორმაციო ბარათი საჯარო რეესტრიდან /დევნილის შემთხვევაში ცნობა რეგისტრაციის შესახებ;
✅ პირადი საბანკო რეკვიზიტები. სოციალურად დაუცველმა, ობოლმა და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებმა, დამატებით უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულა, მშობლის გარდაცვალების ცნობა, მრავალშვილიანი ოჯახის დამადასტურებელი ცნობა და ა.შ.)

🔶️ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია
სტიპენდიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2021 წლის 01 აპრილამდე, ხოლო 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შედეგების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 07 სექტემბრამდე.

Skip to content