ციხისძირში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ციხისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. მოვისმინეთ ინფორმაციების მათ საჭიროებებზე, შეხედულებებზე თავიანთ დასახლებებში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოზე, პროექტებზე.

მოქალაქეების მხრიდან დაისვა დასახლებაში არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარებასაც ითხოვენ.

„ვისმენთ რა გავაკეთეთ და რისი მოგვარება შეგვიძლია მოქალქეებისთვის უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად.

ერთობლივად ვმუშაობთ და გვსურს მაქსიმალურად ბევრი გავაკეთოთ ადგილობრივებისთვის. ეტაპობრივად მოვახდენთ ყველა საჭიროების შესაძლებლობის ფარგლებში გადაჭრას“- მირიან ქათამაძე.

 

 

 

Skip to content