გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა

2 ივლისს გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის სხდომა მამია ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი. კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 ივნისის №01-17/5008 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილების პროექტის განხილვის შესახებ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ.

Skip to content