მოსახლეობასთან შეხვედრები

მოსახლეობასთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაგვას, ბობოყვათსა და ციხისძირში მოსახლეობას შევხვდით. ადგილობრივებისგან ის საჭიროებები მოვისმინეთ, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ითხოვს და აწუხებს. გზის ბეტონირება, გარე განათება, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინტერნეტიზაცია, სკოლების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების საჭირო ნივთებით აღჭურვა -ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაც მოსახლეობამ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაასახელეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღია შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას , ასევე 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მათ გათვალისწინებას. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის, ქობულეთის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები.

Skip to content