სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამებს ახორციელებს

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლის
საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და
სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ, როგორც აკადემიური უმაღლესი განათლების
პროგრამებზე, ასევე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე.
გაცნობებთ, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ამა წლის 1 მარტს გამოაცხადა
სასტიპენდიო პროგრამები: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024,
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური
პროგრამები 2023-2024, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. ეს
უკანასკნელი გულისხმობს საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებულთათვის
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების დაფინანსებას კონკურსის წესით.
კონკურსანტის მიერ შერჩეული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის თემატიკა უნდა
შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს,
არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის.
განაცხადების მიღება წარმოებს ელექტრონულად მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით.
საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დე

Skip to content