ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა  კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.კომისიამ იმსჯელა ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N285-ში, და მეგობრობის ქუჩაზე  არსებულ მიწის ნაკვეთზე  მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმისა და კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.

კომისიამ განიხილა და იმსჯელა:

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, მ.აბაშიძის ქუჩა N14-ის მიმდებარედ 3219.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.08.596) 34.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,გ.ჯინჭარაძე“).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N19-ის მიმდებარედ 168.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.05.161) 2.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და წლიური საწყისი საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 1 (ერთი) წლის ვადით ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N116-ის მიმდებარედ მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში არსებული 750.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.06.367) 40.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,რამაზ ათაბაძე“).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N279-ში ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, რესტორან ,,სანსეტი“-ს“ მიმდებარედ მდებარე N6-55,0 საერთო ფართის შენობა-ნაგებობის 2 (ორი) წლის ვადით იჯარის უფლებით სარგებლობაში გამოყოფა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 17 იანვრის N114-11423017140 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N269-დან N279-მდე მდებარე 34027,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.01.114) 70.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (შპს ,,ატლანტი“).
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით 2 (ორი) წლის ვადით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N170-ის მიმდებარედ მდებარე 79,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.03.250) 12.0 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ (ფ/პ ,,ვაჟა ვერულიძე“).

   

Skip to content